ღამით „ბოევიკებმა“ უკრაინელ სამხედროებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს

ღამით „ბოევიკებმა“ უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, მსხვერპლი არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უკრაინელი სამხედროები სამშვიდობო შეთანხმებას ასრულებენ, თუმცა მოწინააღმდეგის მხრიდან საგუშაგოების მიმართ სროლები კვლავ გრძელდება. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონისკენ ნაღმტყორცნის და „გრადის“ გამოყენებით ცეცხლი 4-ჯერ გაიხსნა. სროლები დასახლებულ პუნქტებთან: როდნიკოვოე, დოკუჩაევსკი, ტონენკოე და დებალცევო ისმოდა, – წერს „უნიანი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები