შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება

„დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ იყენებენ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, გასული ათი წლის მანძილზე, წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანეს წინსვლას მიაღწია, რაც არაერთხელ იყო დადასტურებული საერთაშორისო კვლევებით.
„თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად თვალშისაცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები