თეა წულუკიანი ბაჰრეინელ ხელოვანს, შეიხ რაშიდ ალ ხალიფას, შეხვდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში ბაჰრეინელ ხელოვანს, შეიხ რაშიდ ალ ხალიფას, შეხვდა.
შეხვედრას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ვასილ წერეთელი, მისი მოადგილე თათა ქსოვრელი და პროექტის მენეჯერი იასმინ შარაბი ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე.
შეხვედრაზე გამოიხატა ორმხრივი მზადყოფნა და ინიციატივა ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების ჩატარების თაობაზე.
ინფორმაციისთვის: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ბაჰრეინელი ხელოვანის, რაშიდ ალ ხალიფას, უახლესი ინსტალაციების გამოფენა „პირველი სხივი“.
ექსპოზიცია მანამდე აზერბაიჯანში, ბაქოს ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარმოადგინეს გამოფენაზე, რომელიც 2023 წლის მარტში გაიხსნა.