Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – პასუხები ასე გადანაწილდა ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- „ქართული ოცნება“ – 37%;
- „გამარჯვების პლატფორმა“ – 22%;
- „საქართველოსთვის“ – 10%;
- „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 4%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 4%;
- „ლელო“ – 4%;
- „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 4%;
- „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ – 3%;
- „მოქალაქეები“ – 2%;
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%;
- სხვა – <1%.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:
- „ქართული ოცნება“ – 25%;
- „გამარჯვების პლატფორმა“ – 15%;
- „საქართველოსთვის“ – 6,8%;
- „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 3%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 2,9%;
- „ლელო“ – 3,9%;
- „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 2,9%;
- „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 2,6%;
- „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ – 2%;
- „ხალხის ძალა“ – 1,9%;
- „მოქალაქეები“ – 1,2%;
- „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 0,9%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 0,8%;
- „სხვა“ – 0,4%;
- „არ ვიცი/უარი პასუხზე“ – 31,8%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.