სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი კლდის მასის ჩამოშლა გახდა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან, კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები