მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, თავის საქმეს მიხედოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

“გადაჭრით შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, თავის საქმეს მიხედოს.

რა შეიძლება, იყოს ლავროვის ინტერესი, როცა ამ თემაზე ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს? ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები? ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია, რომელიც მათ მიერ გაჟღერებული ლოზუნგების მიუხედავად, რუსული საქმის კეთებას არიან შემჩნეული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ლავროვმა განაცხადა – “როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ბატონ ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შევთანხმდით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები