“პეტრე პოროშენკოს ბლოკის” საარჩევნო პირველი ხუთეული უკვე ჩამოყალიბდა

უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილე „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ პირველი ხუთეული დღეს გახდა ცნობილი. პარტიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი გახლავთ. ხუთეულის დანარჩენი წევრები არიან – კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, პარტიის ლიდერი იური ლუცენკო, უმაღლესი რადას სპიკერი ალექსანდრ ტურჩინოვი და პოროშენკოს მრჩეველი ოლგა ბოგომოლეცი.
შეგახსნებთ, რომ იაცენიუკი და ტურჩინოვი პარტია „ბატკივშჩინას“ წევრები იყვნენ, მაგრამ პარტიის ლიდერთან იულია ტიმოშენკოსთან უთანახმოების გამო პარტია დატოვეს და უკრაინის პრეზიდენტის პარტიას შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები