თბილისის მერიასა და გამგეობებში დღეს 621 მოქალაქეს მოუსმინეს
ორშაბათის ტრადიციულ მიღებაზე მერიაში მოსული 256 მოქალაქიდან თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 33 მიიღო.
შეხვედრები გაიმართა მერის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის უფროსებთან და რაიონების გამგებლებთან, სადაც დღეს 365 ადამიანს მოუსმინეს.
დღევანდელ მიღებაზე მოქალაქეებმა მერიას და გამგეობებს საკუთრების უფლების აღდგენის, ბინის ქირით უზრუნველყოფის, დასაქმების, სწავლისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თხოვნით მიმართეს.
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.