არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ არის ლიდერი და თავისი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ორი თვეც ვერ შეძლო პატიმრობაში ყოფნა.

„მისმა პარტიამ ეს დაინახა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი, მათი ლიდერი, რომლებზეც ლეგენდები დადიოდა, რომ თითქოს იყო ყველაზე მამაცი, თითქოს მტერს შიშველი ხელით ხვდებოდა და ტანკებს წინ უდგებოდა და ა.შ. არ არის ლიდერი.შეიძლება ყველაზე სუსტიც არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც პასუხისგებაში მიეცნენ დანაშაულებზე, რომლებსაც პოლიტიკურად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ჩამოართვეს ლიდერობა და მისი მემკვიდრეობის გადანაწილება, ვხედავთ, რომ მთავრდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები