მთიანი ყარაბაღი უკვე 53 629-მა სომეხმა დატოვა

27 სექტემბრის 19:00 საათის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობა 53 629-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია, სომხეთის მთავრობამ ვალდებულება აიღო საცხოვრებლით უზრუნველყოს მოქალაქეები, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები