ქუთაისში სკოლის მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა სკოლის მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ .

„ ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. ეს საკითხი უკვე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.
33 619 მოწავლე გვყავს ქალაქში და თითოეულ მათგანს გადაეცმა „თიბისი ბანკის“ უფასო სამგზავრო ბარათები. ჩვენ დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტდით და პირობა შევასრულეთ. ვფიქრობ, დიდი შეღავათი იქნება ეს სიახლე მოსწავლეების ოჯახებისთვის.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები