ჩხოროწყუს მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მემორიალთან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

მემორიალთან გამართულ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღიდან 30 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები