გოგი მეშველიანი: „დმანისობის“ დღესასწაული არის ერთიანობის, მეგობრობისა და ტოლერანტობის ნათელი მაგალითი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2023“ დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
„ეს ქალაქი გამოირჩევა უძველესი ისტორიით, მრავალფეროვანი ტრადიციებითა და კულტურით. „დმანისობის“ დღესასწაული კი არის ერთიანობის, მეგობრობისა და ტოლერანტობის ნათელი მაგალითი. აღსანიშნავია, რომ 900 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა ქალაქ დმანისის შემოერთებით საქართველოს გაერთიანება დაასრულა და ამ თარიღის აღსანიშნავად თეატრალური წარმოდგენა „სამეფო ნადიმი „ გაიმართა.თითოეულ დმანისელს ვულოცავ „დმანისობის“ სახალხო დღესასწაულს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

გოგი მეშველიანი , დმანისის მერ კობა მურადაშვილთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოს ზენონ იარაჯულთან ერთად დაესწრო „დმანისობა 2023“ -ის ფარგლებში გამართულ სხვადასხა კულტურულ-შემეცნებით თუ სპორტულ აქტივობებს.
ღონისძიების ფარგლებში გამოვავლინდნენ საპატიო დმანისელები , მადლობის სიგელები გადაეცათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები.
დღის ბოლოს მოსახლეობის განწყობაზე იზრუნა ჯგუფმა „არგო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები