ანგელა მერკელი: რუსეთი ისევ შეიძლება დასავლეთის კარგი პარტნიორი გახდეს

უკრაინაში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია დასავლეთის კარგი პარტნიორი კვლავ გახდეს, აღნიშნული განცხადება გერმანიის ფედერალური კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს გერმანულ ტელეარხ „Sat1“-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მისივე განმარტებით, გაგრძელდება კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან ეს დიალოგის შესაძლებლობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ამასთან ერთად მერკელმა დაამატა, რომ მას და პუტინს „შეხედულებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც“ გააჩნიათ. სანქციებთან დაკავშირებით კანცლერმა აღნიშნა, რომ საჯარიმო ღონისძიებების ამოქმედებამ “ზოგჯერ შეიძლება გარკვეული დრო მოითხოვოს”, მაგრამ ისინი წარმოადგენენ საშუალებას იმ სიტუაციისაა, როდესაც სამხედრო მეთოდები არ განიხილება. ამაში მყარად ვარ დარწმუნებული – აღნიშნა მერკელმა. მოგვიანებით ბერლინში გერმანიის კანცლერმა ფრაქცია ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის სხდომაზე – უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მიუხედავად, რუსეთის მიმართ ევროკავშირის ახალ სანქციები აუცილებელ ნაბიჯად მონათლა.

მერკელის სიტყვებით, “რუსეთმა, რომელიც ეჭვმიტანილია სეპარატისტებისადმი დახმარებაში, დასავლეთი არაერთხელ შეიყვანა გაურკვევლობაში. რუსი მეომრები და სამხედრო ტექნიკა ახლაც კი უკრაინის აღმოსავლეთში იმყოფებიან”, – განაცხადა მერკელმა.
ამასთან, მან ყურადღება მიაპყრო იმ ცნობას, რომ “მოსკოვი უკვე დიდი ხანია გეგმავდა დესტაბილიზაციას უკრაინაში და ადრე შემუშავებულ სტრატეგიას მიჰყვება, ამიტომაც ევროკავშირს მოუწევს გადაჭრით იმოქმედოს”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები