გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,
მდუმარე აქცია გაიმართა, რომელსაც სანთლებით – ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს” ეწერა.

მდუმარე აქციას ზუგდიდის მერი მოადგილეებსა და პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

,,30 წელი გავიდა უდიდესი ტკივილიანი დღიდან, სოხუმის დაცემის დღიდან. ეს 30 წელი არის ადამიანური ტრაგედიისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის წელი. დღესაც ჩვენ მშვიდობისა და სიყვარულის გრძნობით მივმართავთ ჩვენ აფხაზ და-ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს. დავიბრუნებთ ერთმანეთის ნდობას და ერთად თანაცხოვრებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შევქმნით”, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღიდან 30 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები