სამტრედიაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას მემორიალები გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა სოხუმის დაცემის დღე, დღე რომელიც ამავდროულად უდიდესი გმირობის მაგალითს შეიცავს იმ ქართველი მებრძოლების ვინც თავი შესწირა საქართველოს კეთილდღეობას . ამავდროულად ტკივილით სავსე დღეა, ვინაიდან უამრავი ადამიანი ამ დღის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა. მაგრამ ჩვენ ქართველები დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობიანი განვითარების წყალობით, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და საქართველოს დროშას ავაფრიალებთ სოხუმში”,- აცხადებს სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე.

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები