აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება ღრმავდება

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება ღრმავდება. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, მათ არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს.
კანონმდებლები მთავრობის ხელმძღვანელს საკადრო პოლიტიკას უწუნებენ და მას კორუფციულ გარიგებებში სდებენ ბრალს. თუმცა, მათ პოზიციას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მეორე ნაწილი არ იზიარებს, რის გამოც უნდობლობის პროცედურის ინიციატორები “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციებს გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები