ზუგდიდში მკვლელობის მცდელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა – ბრალდებული დაკავებულია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული შოთა ლ. დააკავა განზრახ მკვლელბის მცდელობის ბრალდებით. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ეჭვიანობის ნიადაგზე თვითნაკეთი პისტოლეტიდან ორი ჭრილობა მიაყენა გოდერძი ჯ-ს მუცლის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად შოთა ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ჭითაწყარში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.