ალექსი პეტრიაშვილი ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპარლამენტარს, ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე მათ შორის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და საქართველოსთვის გაჩენილ ეკონომიკურ სარგებელსა და პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესის შესახებ. ალექსი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტისადმი-გახდეს ევროკავშის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები