რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ცივი წყალი მყვინთავის კოსტიუმში გადაისხა (ვიდეო)

ხმის მიცემის ერთიანი დღის წინ ცესკო-ს თვმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი ჟურნალისტებთან მყვინთავის კოსტიუმში გამოვიდა. ჩუროვმა მსოფლიო საქველმოქმედო აქციაში „აის ბუქეთ ჩელენჯ“ (Ice Bucket Challenge) მიიღო მონაწილეობა. აქცია ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. კამპანიაში, რომელიც აშშ-ში ივლისში დაიწყო, უამრავმა ცნობილმა მსახიობმა, მუსიკოსმა, პოლიტიკმა მიიღო მონაწილეობა.
„მე ვთვლი, რომ ჩვენ, დასავლური მოღვაწეების ქმედებების გამეორება, მაიმუნებივით, უნდა შევწყვიტოთ. ხან სანქციები და სიებია, ხან ასეთი საქველმოქმედო აქცია, რომელიც, უფრო სარეკლამო კამპანიას ჰგავს. მე პატივის ვცემ ყველა დაავადებულს, თუმცა ჩემს დახმარებას ბაშკირიაში გავაგზავნი“ – განაცხადა ჩუროვმა.
„მყვინთავის კოსტიუმის ჩაცმა კი ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო“,- აღნიშნა ჩუროვმა.
შეგახსენებთ, რომ ცივი წყლის გადასხმის გარდა, აქციის მონაწილეები ამერიკული საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე მინიმუმ 10 დოლარი უნდა გადარიცხონ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=C7i9-X8WF1U&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები