მთიანი ყარაბაღი უკვე 28 120-მა სომეხმა დატოვა

26 სექტემბრის 20:00 საათის მონაცემებით, სომხეთში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 28 120-ს მიაღწია. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ მათგან 20 800-ის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, 7 320 ფიზიკური პირის საჭიროება კი ამ დრომდე იდენტიფიცირების სტადიაზეა.

სომხეთის მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც ფიქსირებული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის მათი მოთხოვნით საცხოვრებელი ფართი 3 253 პირს გადაეცა. დანარჩენებმა კი თავშესაფრის ქონის შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები