შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად

“საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად.

„საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების, ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატოს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ამასთანავე, როგორც „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საქართველო სანდო და ეფექტიანი მარშრუტია ევროპული, მათ შორის, რუმინული, სახლებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად. დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჩუკასა და თითოეულ თქვენგანს ამ დიდებულ ადგილას, თქვენ წინაშე საუბრის უნიკალური შესაძლებლობისთვის. აქ ყოფნისას ვგრძნობ თქვენს თბილ სტუმარ-მასპინძლობას, თქვენს კულტურულ სიმდიდრესა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ორ ერს აკავშირებს. ეს შეგრძნება სცდება დიპლომატიას, ეს არის სახლში ყოფნის შეგრძნება, მეგობრებსა და ახლობლებს შორის. ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა გავაღრმაო ჩვენი კავშირები, აღვნიშნო ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და გავაგრძელო თქვენთან ერთად საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები