ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ადილ ქარიმლის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურული კავშირები უფრო აქტიური უნდა გახდეს ერთობლივი ღონისძიებების კუთხით და საერთაშორისო პროექტებით, რომელშიც ჩართული იქნებიან ახალგაზრდა ხელოვანები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები