ლუგანსკის ოლქის აღდგენას 8,5 მილიარდი გრივნა (660 000 000$ მეტი) დასჭირდება

ლუგანსკის ოლქის აღდგენისთვის მინიმუმ 8,5 მილიარდი გრივნა (660 000 000$ მეტი) იქნება საჭირო. ოლქის მრეწველობამ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დიდი ზარალი მიიღო. წინასწარი შეფასებით, სამეწარმეო, მცირე და საშუალო ბისნესის, სავაჭრო, სამშენებლო, ენერგეტიკული და სხვა ობიექტების აღდგენას 8,5 მილიარდი გრივნა (660 000 000$ მეტი) დასჭირდება. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის საოლქო ადმინისტრაციაში განაცხადეს.
გარდა სხვა ობიექტებისა, დაზიანებულია ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დონეცკის და ლუგანსკის ოლქების აღდგენისთვის მილიარდებით ინვესტიციებია საჭირო. არსებული მონაცემების თანახმად, დონბასში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 30 000-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, წლის ბოლომდე სამსახურის გარეშე კიდევ 80 000-85 000 ადამიანი დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები