პოლონეთი მზადაა, უკრაინას იარაღი მიყიდოს

პოლონეთში განაცხადეს, რომ მზად არიან, უკრაინას იარაღი მიყიდონ. როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა აღნიშნა, ინფორმაცია ნატოს სამიტზე მიღწეულ შეთანხმებაზე პოლონური იარაღის უკრაინისთვის მიყიდვაზე – გაუგებრობაა, თუმცა თუ უკრაინა პოლონეთს ამ თხოვნით მიმართავს, ის მზადაა, კიევს იარაღი მიყიდოს.
„ნიუპორტში არავითარი შეთანხმება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე არ ყოფილა, თუმცა არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, რომ უკრაინა იარაღს ყიდულობდა მომავალში“, – განაცხადა სემონიაკმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში უკრაინამ თვითონ უნდა მიმართოს პოლონეთს. მინისტრის თქმით, უკრაინულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, კონკრეტულად რა იარაღის შეთავაზება შეუძლიათ პოლონელ სპეციალისტებს, რადგან ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა წლების მანძილზე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები