ლუგანსკის ოლქში სნაიპერმა ორი ადამიანი მოკლა
ლუგანსკის ოლქის ქალაქ შასტიეში სნაიპერმა ორი ადამიანი მოკლა.
დაღუპულებს შორის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ერთი კი უკრაინელი სამხედროა, – წერს სააგენტო „უნიანი“. როგორც ცნობილია, ტერორისტ-სნაიპერმა ჯარისკაცი მოკლა, რომელიც დაჭრილ მეგობარს ეხმარებოდა. შეგახსენებთ, რომ მებრძოლები შასტიეს მიმართ სროლებს სარაკეტო დანადგარ „გრად“-იდან ახორციელებდნენ.