“პრეზიდენტის მიზანი იყო, ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა” – მიხეილ სარჯველაძე
“პრეზიდენტის მიზანი იყო, ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღიარებაც არ უნდოდა, მგონი, ისედაც ნათელია. განსაკუთრებით მკაფიოდ და ცხადად ეს ყველაფერი გამოჩნდა კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც გამართლება მოხდა ამ ყველაფრის და აშკარად პრეზიდენტმა აშკარად დაიკავა ის პოზიცია, რომელიც ოპოზიციას უკავია.
ასევე, განსაკუთრებით ცხადად ეს წარმოჩნდა, როდესაც მის მიერ ეროვნული ბანკის კანდიდატურების უკან გაწვევაზე გააკეთა განცხადება. ე.ი. მისი მიზანი იყო ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა“, – განაცხადა სარჯველაძემ.