ჰელოუ კიტი (Hello Kitty) 40 წლისაა
ფისო, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, 40 წლისაა. მისი არსებობის მანძილზე ჰელოუ კიტი გადაიქცა ბრენდად, რომელიც 7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სწორედ ჰელოუ კიტის ან „კიტი-ტიან“-ის დამსახურებაა, რომ იაპონური დახატული პერსონაჟები მთელ მსოფლიოშია პოპულარული.
ჰელოუ კიტის საავტორო უფლებების მქონე კომპანია „სანრიო“ ამ ბრენდის (Hello Kitty) გამოყენებისთვის ყოველწლიურად 759 მილიონ დოლარს იღებს.
ჰელოუ კიტის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ 2008 წელს ფისო წითელი ბანტით თავზე იაპონიის ტურიზმის ჩინეთში და ჰონკონგში დიპლომატიური წარმომადგენლის როლზე აირჩიეს.