პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენით დაიწყო.
დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს, რომლითაც მინისტრს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.