ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერმინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტას რესპუბლიკის პრემიერმინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს. რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები