პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მეორე ბავშვს ელოდებიან
ჰერცოგ და ჰერცოგინია ულიამი და ქეითი მეორე ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის რეზიდენციის პრესსამსახურმა გაავრცელა. „ჰერცოგი და ჰერცოგინია ძალიან გახარებულები არიან იმით, რომ მეორე ბავშვს ელოდებიან. დედოფალი ელიზაბეთ II და ორივე ოჯახის წევრები ამ ამბით აღფრთოვანებულები არიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ, როგორც პირველი ფეხმძიმებისას, ახლაც ქეითს ტოკსიკოზი აწუხებს, ამიტომ ოფიციალურ ღონისძიებებზე ჰერცოგ უილიამს აღარ გაჰყვება. კონსულტაციებს ექიმებისგან ქეითი კენგსინქტონის სასახლეში იღებს. მძაფრი ტოქსიკოზის დროს შესაძლოა მას ექიმების დამატებითი დახმარება დასჭირდეს.
აღსანიშნავია, რომ სამეფო წყვილმა უკვე მიიღო მილოცვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონისგან, რომელმაც შეტყობინება ტვიტერის საშუალებით დატოვა. „აღფრთოვანებული ვარ. შესანიშნავია, რომ ისინი მეორე ბავშვს ელოდებიან“. შეგახსენებთ, რომ ქეით მიდლთონის და პრინც უილიამის პირველი შვილი, პრინცი ჯორჯი, 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა.