“გუშინ პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდა და მის ფინანსურ სტაბილურობაზე გაილაშქრა” – გივი მიქანაძე

„ფაქტობრივად, გუშინ პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდა და მის ფინანსურ სტაბილურობაზე გაილაშქრა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენ არავის ძებნას არ ვაპირებთ, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, საზოგადოების წინაშე იღებენ თავის პასუხისმგებლობას. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მთავარი დოკუმენტის დაცვის გარანტი, რაზეც მან პირადად ფიცი დადო, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს და ეს ადამიანი როდესაც მავნებლურ, დამაზიანებელ კამპანიას ეწევა და მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ, საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ არიან ეს ადამიანები და რა მიზნები და ზრახვები აწუხებთ მათ“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები