გივი მიქანაძე: ოპოზიცია არ ფიქრობს ქვეყანასა და ხალხზე, მათი მთავარი ინტერესია, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
ოპოზიცია არ ფიქრობს ქვეყანასა და ხალხზე, მათი მთავარი ინტერესია, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ის, რაც სუსის მიერ ორი დღის წინ ოფიციალურად გაჟღერდა რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამ ორ დღეში გამოავლინეს თავისი რეალური სახე. ეს მოცემულობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ დგას კანონის უზენაესობისა და ქვეყნის განვითარების მხარეს და ვის უნდა დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ “ქრონიკაში”.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.