“ბოლო დღეებში ოპოზიციის მიერ განვითარებულმა მიზანმიმართულმა კამპანიამ გარკვეული დამაზიანებელი ხასიათი ჰპოვა და საზოგადოება ცოტა დაბნეული იყო, თუ რა პროცესები ვითარდებოდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება დგას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, ქვეყნის კეთილდღეობა, ფინანსური სტაბილურობა და შემდგომი განვითარება დააზიანოს.
„ყველა მომსწრენი გავხდით იმისა, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა მცდელობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტი ჩამოშლილიყო და ქვეყანა გარკვეული ფინანსური კრიზისი წინაშე დამდგარიყო. დღეს მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ მიზანმიმართულ კამპანიაში პრეზიდენტმაც თავისი განსაკუთრებული როლი ითამაშა. თუმცა ხელისუფლება დგას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის კეთილდღეობა, ფინანსური სტაბილურობა და შემდგომი განვითარება დააზიანოს“, – განაცხადა მიქანაძემ.