გივი მიქანაძე: ოთარ ფარცხალაძის სიტუაციამ დაგვანახა, რომ ის რეგულაცია, რაც არსებობდა, არ იყო შესაბამისობაში კონსტიტუციასთან

„ოთარ ფარცხალაძის სიტუაციამ დაგვანახა, რომ ის რეგულაცია, რაც არსებობდა, არ იყო შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმთავრესი პრინციპია, რომ ამ ქვეყანას ვაშენებთ კანონის უზენაესობის პრინციპზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ბრალდებას, რაც  უნდა იყოს, უნდა ახლდეს შესაბამისი მტკიცებულებები.

“კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა, თითოეული მოქალაქის ინტერესები იყოს დაცული. როდესაც ამბობ, რომ პირი უნდა დასანქცირდეს და არ არის მოყვანილი მტკიცებულებები და ფაქტები, რადიკალები გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი ქვეყნის უწყების განცხადება თურმე უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია. ხელისუფლება ამას უდგება მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით: სუს-მა დაიწყო საქმის შესწავლა და ეს საქმე შემდგომში გადავიდა გამოძიების ნაწილში. ნებისმიერ ბრალდებას, რაც არ უნდა იყოს, უნდა ახლდეს შესაბამისი მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს არის მტკიცებულებების ტვირთი, მაგრამ არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის საპირწონედ გვეუბნებიან რადიკალები, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა წერია კონსტიტუციაში. რეალობა არის ერთი: მოქალაქის ინტერესები კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული“, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები