პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა საბერძნეთში პროექტი ,,აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ განახორციელა.

პროგრამაში 12-დან 16-წლამდე, აფხაზეთიდან დევნილი ოცი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 10 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, მათთვის საბერძნეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების გასაცნობად კულტურული ტურები მოეწყო.

პროექტის ბოლოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება საბერძნეთის ქალაქ ვერიაში გაიმართა, რომელსაც სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე, მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიის მხარდაჭერით ქვეპროგრამის ,,მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო ქალაქ ვერიის იმათიის ოლქის გუბერნია, ქალაქ ვერიის მერია, საქართველოს საპატრიარქო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები