მეამბოხეებმა პოეტი იურჩენკო ორ ადამიანზე გადაცვალეს
მეამბოხეებმა პოეტი იური იურჩენკო ორ ადამიანზე გადაცვალეს, რომლებიც მათ ტყვედ ჰყავდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „იტარ-ტასი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტყვეების გადაცვლა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. მეამბოხეებმა ორი ადამიანი საფრანგეთის მოქალაქეზე, პოეტ იური იურჩენკოზე გადაცვალეს. იურჩენკო დონეცკში მაისიდან იმყოფება. როგორც სააგენტოს მასალაშია ნათქვამი, ტყვეობაში მას სცემდნენ, შედეგად პოეტს ნეკნები აქვს ჩამტვრეული.
შეგახსენებთ, რომ დრამატურგი, პოეტი, მსახიობი იური იურჩენკო პარიზიდან მოხალისედ ჩამოვიდა. ის მებრძოლებთან მიმართვების და ახალი ამბების ფრანგულ ენაზე მთარგმნელად მუშაობდა.