“სუს-ის ინფორმაცია ხელისუფლების შესაძლო ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ რეალურია” – კონსტანტინე ზარნაძე

“სუს-ის ინფორმაცია ხელისუფლების შესაძლო ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ რეალურია და ამ გეგმის შესრულების მცდელობა იყო არა მხოლოდ გუშინ, არამედ მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემოაპარეს საქართველოში, ვინმეს რომ სააკაშვილის შემოსვლის ამბავი ფაქტამდე ერთი თვით ადრე ეთქვა, კაცი-შვილი არ დაიჯერებდა, თუმცა, სიტუაციამ გვაჩვენა, რომ ეს მოხდა”,- ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შავი ზღვის რეგიონში მკვეთრი დაძაბულობაა, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის გამო, კავკასიაში კი აზერბაიჯანისა და სომხეთის უდიდესი დაუსრულებელი კონფლიქტები. სწორედ ამიტომ ვერ ისვენებთ, სწორედ ეს გაგიჟებთ, რომ საქართველოში უწყვეტი მშვიდობა და სტაბილური განვითარებაა. სწორედ ეს მშვიდობა არის თქვენი და თქვენი პატრონების რეალური სამიზნე.
აქვე გამოჩნდა რომ არავითარი რესურსი ოპოზიციაში არაა, რომ მათ რამე გამოუვიდეთ, თუმცა სიფრთხილე არის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი.
ნუ, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ხელისუფლებაში რუსული გავლენაა, ყველას შევახსენებ წინა რეჟიმის პირობებში გადაცემულ ტერიტორიებს, სტრატეგიულ ობიექტებს და WTO-ში რუსეთის გაწევრიანების დათანხმებას და უამრავ რუსულ საქმეს. ,,ქართული ოცნების” მმართველობისას კი არსებითად საპირისპიროდ მოხდა: ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, საქართველო ითვლება ევროკავშირის ასოცირებულ და პერსპექტივაში წევრ ქვეყნად. ქვეყნის კონსტიტუციაში ,,ოცნებამ’ და სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ ნათლად დააფიქსირა ქვეყნის საგარეო კურსი და ევროატლანტიკური არჩევანი. ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში თითქმის არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არ აქვს.
მოკლედ, არჩევანი მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის ხელშია. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის დემოკრატიულ, გაუმჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში ქართველი ხალხი კვლავაც დადგება ისტორიის სწორ მხარეს და მხარს დაუჭერს განგრძობით დემოკრატიასა და სტაბილურობას, ურყევ სიმშვიდეს და ევროპულ მომავალს! – მხარს დაუჭერს ,ქართულ ოცნებას“, – წერს კონსტანტინე ზარნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები