მამუკა მდინარაძე: გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ სადაც თითქოს არ ელი, იქ უნდოდათ დარტყმა და საქართველოს ფინანსური სექტორის და ინსტიტუტების ჩამოშლა

გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ სადაც თითქოს არ ელი, იქ უნდოდათ დარტყმა და საქართველოს ფინანსური სექტორის და ინსტიტუტების ჩამოშლა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი, რომლის გაწვევაც მოინდომა პრეზიდენტმა, მაგრამ საბედნიეროდ, კოდექსში და კანონში ასეთი რაღაც აღარ იყო. გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ სადაც თითქოს არ ელი, კიდევ კარგი გავთვალეთ წინასწარ, იქ უნდოდათ დარტყმა და საქართველოს ფინანსური სექტორის და ინსტიტუტების ჩამოშლა. სამმა თანამდებობის პირმა დატოვა გუშინ ეროვნული ბანკი. ანუ ეს ცვლილება [პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება] რომ არ ყოფილიყო, ჩამოიშლებოდა [ეროვნული ბანკი]. გუშინდელი აქცია ეს იყო წინსწრებით გაკეთებული, შექმნილი აჟიოტაჟი, ოქტომბერ-დეკემბრის იმ აქციების გასამყარებლად და გასაღვივებლად ვითომ მღელვარების, რომლის საფუძველი, სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ რომლის საფუძველს გუშინდელი დღიდან ქმნიდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები