კუჩმა: უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ავღანეთის 10 -წლიან ომში
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ანტიტერორისტულ ოპერაციას ავღანეთს ადარებს. ლეონიდ კუჩმას განცხადებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ავღანეთის 10 წლის ომის მანძილზე.
კუჩმას განცხადებით, უკრაინის ომის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. „არ ვიცით, რამდენია დაღუპული. ავღანეთის ომში 10 წლის მანძილზე ჩვენ უფრო ნაკლები ადამიანი დავკარგეთ, ვიდრე ბოლო სამი თვის მანძილზე. და ის, რომ ბიჭები იღუპებიან – ჩვენი ბრალი არაა“, – განაცხადა კუჩმამ.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე გაამახვილა ყურადგება და აღნიშნა, რომ ყოველი ომი მშვიდობით უნდა დასრულდეს. „და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები დანაკარგი გვექნება“, – განაცხადა კუჩმამ.