ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება
“სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია სისუსტის ფონზე ყველაფერზეა წამსვლელი.
“რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელი – კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. არ მოუკლავთ თუ რა?! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კაცი შეიძლება მოკლან იმისთვის, რომ როგორღაც სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კობახიძემ.