“სააკაშვილის ყველა ხარჯი იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური, ბიუჯეტის ფულს საკუთარ კეთილდღეობას ახმარდა” – ირაკლი კობახიძე

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ხარჯი იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური“, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოების პროცესს ეხებოდა.

„მთლიანად საკუთარ კეთილდღეობას ახმარდა ბიუჯეტის ფულს სააკაშვილი, როდესაც დაფრინავდა საკუთარი კეთილდღეობისთვის კონკრეტულ ქვეყნებში, თუმცა, ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა კობახიძემ.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები