ირაკლი კობახიძე: იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ეროვნული ბანკის საბოტაჟი, რაშიც სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ეროვნული ბანკის საბოტაჟი, რაშიც სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მისივე თქმით, დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილია ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.

“საბოტაჟის ინტერესი იყო. ნოემბრის ბოლოსთვის რჩებოდა ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ სამი, ან 4 წევრი. პირდაპირ იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ამ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი, რაშიც სამწუხაროდ, პირდაპირ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი იმ ალიანსიდან გამომდინარე, რაც აქვს. ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით. გახსოვთ რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ბანკში. იყო სერიოზული რისკები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილია ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები