ირაკლი კობახიძე: არანაირი საფრთხე არაფერს არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს – აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში

“ოპოზიციის ოცნებაა, რომ ჩამოიშალოს ამ ქვეყანაში ყველაფერი – საფინანსო სისტემა – გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით გაუფასურდა ლარი, თუმცა ის თავის კურსს დაუბრუნდება. ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი საფრთხე არაფერს არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს, სანქციების რეჟიმი არის დაცული.

„ოპოზიციის ოცნებაა, რომ ჩამოიშალოს ამ ქვეყანაში ყველაფერი – საფინანსო სისტემა, სახელმწიფო სისტემა, ყველანაირი სისტემა. სინამდვილეში არაფერი ჩამოშლილა. გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით გაუფასურდა ლარი, თუმცა ის თავის კურსს დაუბრუნდება. ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს. მათი ოცნება და მიზანი იყო ყველაფრის ჩამოშლა, მაგრამ ვერაფერი ჩამოშალეს. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი – არანაირი საფრთხე არაფერს არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს, სანქციების რეჟიმი არის დაცული. აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები