პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსზე“ მესამე მოსმენით მსჯელობენ.
სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე კითხვას ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხზე სვამდნენ, რის გამოც მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გამოურთო და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე დასვან.
ასევე, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ხათუნა სამნიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შორის, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ხათუნა სამნიძეს სხდომა დაატოვებინა.