რუსეთმა შავ ზღვაში სადესანტო გემები განათავსა
რუსეთი საკუთარ სამხედრო პოზიციებს ამყარებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კერძოდ, ეს მარიუპოლ-ტაგანროგის მიმართულებას ეხება. დონბასის რაიონებში და ყირიმში ცოცხალი ძალის და რუსული ტექნიკის გადაადგილებაა შემჩნეული. გარდა ამისა, სამხედროები ასევე მოლდოვის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ. საინფორმაციო „უნიან“-ის ცნობით, ოპერატიული მონაცემებით, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი შეიარაღებული ძალების სამხედროების რაოდენობას ზრდის. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხერსონის ოლქის საზღვარზე რუსულმა ჯარმა მინიმუმ 64 ტანკის, ასამდე ჯავშანტექნიკის, რამდენიმე ათეული „გრად“-ის, „ურაგან“-ის და „ბუკ“-ის, ასევე საჰაერო და სახმელეთო მიზნების მაღალი სიზუსტის დაზიანების საშუალებების და თვითმფრინავების კონცენტრირება მოახდინა. დასახლებულ პუნქტ ჩერნომორსკის მახლობლად საველე ჰოსპიტალია გაშლილი.
გარდა ამისა, შავ ზღვაში რუსეთის 8 შავი ზღვის და ბალტიის ფლოტების სადესანტო გემია განთავსებული.