გივი მიქანაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი დელეგაციის ბულგარეთში ვიზიტი შეაჯამეს. განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
მხარეებმა ისაუბრეს უმაღლეს სასწავლებლებსა და მეცნიერებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. ყურადღება გამახვილდა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებზე. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. გამოითქვა ორი ქვეყნის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების ინიციატივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები