გაეროს მონაცემებით, კონფლიქტმა დონბასში 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

აპრილის შუა რიცხვებიდან დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მინიმუმ 3 000 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ გაეროს უმაღლესი კომისარის ზეიდა რაადა ზეიდა ალ-ხუსეინის განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ კვლავ შეშფოთებულნი ვართ სიტუაციით უკრაინაში“, – აღნიშნა კომისარმა. მისივე თქმით, უკრაინის თემა დღევანდელ სესიაზე იქნება განხილული. გარდა ამისა, ახალი ანგარიში მომზადდება. უმაღლესი კომისარის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ყველა მხარე, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით, იმუშაოს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაცვის მიზნით უკრაინაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესრულება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები