უკრაინელებმა ვენეციაში რუსი ჟურნალისტების „მიტინგ-სპექტაკლის“ დადგმა გადაიღეს (ვიდეო)

რუსული საინფორმაციო გამოშვების „ვესტი“-ს ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც იტალიელები უკრაინაში გენოციდის წინააღმდეგ გამოდიან. მიტინგზე ასევე უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჩაწერეს ის, თუ სინამდვილეში რა ხდებოდა სიუჟეტის გადაღების დროს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ვენეციაში „ოფიციალური კიევის პოლიტიკის და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ“ აქცია გაიმართა. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, „მიტინგზე“ ათობით ადამიანი შეიკრიბა. ორგანიზატორები კი „იტალიური პროფკავშირების ფედერაცია“ და „კომიტეტი ანტიფაშისტური დონბასისკენ“ იყვნენ. სიუჟეტის ავტორების თქმით, ამ ორგანიზაციებს „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით რეალური გენოციდისკენ“ ყურადღების მიპყრობა სურდათ. მთელი სიუჟეტი იყო აგებული იმისთვის, რომ „მსოფლიო იმპერიალიზმის და უკრაინის წინააღმდეგ პროგრესიული ევროპული საზოგადოების გადამწყვეტი პროტესტი “ეჩვენებინა, – წერს ინტერნეტგამოცემა „ობოზრევატელი“. თუმცა ეს „სპექტაკლი“ შემჩნეული იქნა და გადაღებული „შეგნებული“ უკრაინელების მიერ. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე „ევრომაიდან რიმ“-ის კოორდინატორი ოლეს გოროდეცკი წერს. „მასოვკა მუშაობდა რუსების სიუჟეტზე. „ვესტი“-ს ოპერატორი მასოვკას ხელმძღვანელობდა: ხმამაღლა იყვირეთ და არ გაიღიმოთ“, „ერთი, ორი, სამი…“ როდესაც ოპერატორმა დაინახა, რომ მასაც უღებდნენ, დაუკვირდა და აღშფოთება გამოთქვა. ალბათ ვენეციაში „ბენდეროვცების“ ნახვას არ ელოდა“, – წერს გოროდეცკი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6QPn9uriQ0g” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_YiL9b-h7ao” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები