“როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყანაში გადატრიალების შესახებ მოწოდებები ისმის” – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ხმები მისდის „სხვადასხვა ადგილიდან“ ქვეყანაში გადატრიალების მოწოდების შესახებ.
ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, სომხეთში სხვადასხვა ადგილიდან ისმის განცხადებები სომხეთში გადატრიალების შესახებ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სომხეთში სრულად ამოქმედდეს კანონი, შენარჩუნდეს წესრიგი და სტაბილურობა, რადგან კანონის, წესრიგის და სტაბილურობის დარღვევა – ეს ის მიზანია, რომელიც იმ ძალებმა დაისახეს, როლებსაც სომხეთის წინააღმდეგ სურთ მოქმედება”,- თქვა მან.